LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯეი დუდა: პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, მეორე რაკეტა იყო, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

57
BeFunky-collage (3)

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა დუდამ.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, პოლონეთში უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g