LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

445
746e38a0-d55d-4253-a0c6-449f72a5506a.jpeg

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექს-პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ იყო მიშასთან შესული. მან მითხრა, რომ მამაჩემი ლოგინში წევს, არის ძალიან სუსტად, ძალიან გამხდარია და არის უარესად, ვიდრე წინა შესვლაზე, რაც არის ძალიან რთული მოსასმენი. მეც მალე მოვახერხებ ჩამოსვლას და პირადად მონახულებას. რა ხდება ზუსტად, მე არ ვიცი, არც [„ემპათიის“] დასკვნა მინახავს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ — როგორ უარესდება მისი მდგომარეობა, კარგავს ენერგიას, წონას, უფრო და უფრო ნელა საუბრობს… არ ვიცი, ამ ფორმით რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს. ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს, იმიტომ რომ, რაღაც მომენტში ციხიდან გამოვა… იმის წარმოდგენა არ მინდა, რომ ეს დღე არ დადგება. მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება იგი იმ მომენტში? მე თუ ახლა მენტალურ პროექციას გავაკეთებ და დღევანდელი სიტუაციის ექსტრაპოლაციას, მაშინ საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავ”, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g