LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”

140
ტ4ეტტ

„თუ ამ მანძილზე, პაციენტისთვის რისკის შემცველი ფაქტორი იყო გადაადგილება, მაშინ “ქართული ოცნების” მხრიდან გამოთქმული ყველა მოსაზრება, ბუნებრივია, იმსხვრევა,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა.

როგორც კვიტაიშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა ნება დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომას, ადასტურებს რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მანიპულირებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რეალურად, „ვივამედის” ექიმებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადაადგილება იყო მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი.

ვიცით სად მდებარეობს „ვივამედის” და სად არის საქალაქო სასამართლო.

შესაბამისად, თუ ამ მანძილზე, პაციენტისთვის რისკის შემცველი ფაქტორი იყო გადაადგილება, მაშინ “ქართული ოცნების” მხრიდან გამოთქმული ყველა მოსაზრება, ბუნებრივია, იმსხვრევა.

იმსხვრევა მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ექიმები პირდაპირ ხედავენ მისი სიცოცხლისთვის შემცველ რისკებს,” – აღნიშნა კვიტაიშვილმა.

ნინო კვიტაიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ “სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის” და განმარტა:

მმართველ გუნდს ალბათ წარმოდგენა არ აქვს ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ. პარტიაში ჩვენთვის ყველა პოლიტიკურ პროცესზე მეტად ღირებულია ადამიანის სიცოცხლე.

ადამიანის უფლებები და მით უფრო თუ ეს ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მმართველი გუნდის მსჯელობა საერთოდ არ მიმაჩნია ღირებულად და ადეკვატურად.

ისინი გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ტალახი ისროლონ ოპოზიციის მისამართით და განსაკუთრებით იმ პარტიის მისამართით, რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს ოპოზიციის ნაწილში.

შეიძლება ეს ვითარება შეიცვალოს ძალიან მალე, გამომდინარე “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკიდან, ადამიანის უფლებებისადმი მისი დამოკიდებულებებიდან და თუნდაც იმ დამოკიდებულებიდან, რასაც ისინი ავლენენ ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის სიცოცხლის რისკი ეს ნიშნავს, ძალიან ღრმა წარსულში დაბრუნებას. ყველას კარგად ახსოვს ამ ქვეყანაში ის ტკივილი, რაც ქვეყანას მიადგა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებით.

პრეზიდენტის სიცოცხლის რისკს ხელისუფლება პირდაპირ სწევს, როცა ეწინააღმდეგება მის გადაყვანას სამკურნალოდ, იმ ქვეყანაში და იმ კლინიკაში, სადაც მას ექნება ადეკვატური მკურნალობა,“ – აღნიშნა ნინო კვიტაიშვილმა.

ამავე თემაზე:

დავითულიანი სააკაშვილზე: პროცესზე დასწრება ემსახურება იმას, რომ მისი მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს – არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის მომსახურებას ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს

„ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი – გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღევანდელ პროცესს დაესწროს

ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g