LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი ამის საჭიროება დადგება – გვენეტაძე

123
კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები შემცირდება – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.

“მხოლოდ სებ-ის მანდატი არის საშუალოვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია ნარჩუნდება და ეს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მხრიდან გატარდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ასევე, მთავრობის მხრიდანაც განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია. წელს საკმაოდ ძლიერი ფისკალური კონსოლიდაცია იქნება და ის შემდეგ წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ის იქნება მკაცრი, მანამ სანამ ჩვენ არ დავინახავთ, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება. ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი ამის საჭიროება დადგება”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g