LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია ბენდუქიძე: „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს“

502
ანასტასია ბენდუქიძეეს

კახა ბენდუქიძის შვილი, ლინგვისტი ანასტასია ბენდუქიძე, რომელიც ბოლო პერიოდში სატელევიზიო შოუ „სამზარეულოს ომებში“ გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის გულიც მოიგო, მშობლებსა და შვილის მიმართ დამოკიდებულებაზე ვებგვერდს „მშობლები“ ესაუბრა.

ანასტასიას თქმით, მისი შვილი ჯერ ორი წლისაა, თუმცა ცდილობს, ასწავლოს, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

„როგორც ვთქვი, თავისუფლების მოყვარული ვარ  და იმავეს ვუნერგავ შვილს. ყოველ დილით ვთავაზობ ჩასაცმელის ორ ვარიანტს და ვეკითხები, რომელი სურს ჩაიცვას.

რომელსაც ირჩევს, მეც იმას ვაცმევ. ზოგჯერ არ მომწონს მისი არჩევანი, მაგრამ ამას პატივს ვცემ. დედამ მეც პატარაობიდან მიმაჩვია დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან, შვიდი წლის შვილებს საკუთარი ხელით აცმევენ ტანსაცმელს, აჭმევენ საჭმელს და ა.შ. პატარაობიდანვე მე თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს.

ასე ვაჩვევ შვილსაც. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ექვსი თვის ასაკიდან საკუთარი ხელით მივაჩვიე ჭამას, ათი თვის უკვე დამოუკიდებლად მიირთმევდა. იცის, როგორ გაფცქვნას ბანანი, გაიხსნას ელვა, ჩაიცვას ფეხსაცმელი“, – ამბობს ანასტასია ბენდუქიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები