LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძე ლომჯარიას: „მადლობა პიროვნული მაგალითისთვის, შეუპოვრობისთვის, მამაცობისთვის და სწორ გზაზე სიარულისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მოადგილეობა ქ-ნო სახალხო დამცველო”

160
fafafa

სახალხო დამცველის მოადგილე და ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე ნინო ლომჯარიას მადლობას უხდის.

ამის შესახებ ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ლომჯარიასთან თანამშრომლობა მისთვის დიდი პატივი იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ 5 წლის წინ დავთანხმდი საქართველოს მე-6 სახალხო დამცველის მოადგილეობას.

მადლობა მას პიროვნული მაგალითისთვის, შეუპოვრობისთვის, მამაცობისთვის და სწორ გზაზე სიარულისთვის.

დიდი პატივი იყო თქვენი მოადგილეობა ქ-ნო სახალხო დამცველო,” – წერს გიორგი ბურჯანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g