LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა: „ერთი გოგონა ჰყვებოდა, როგორ აღმოჩნდა წითელი კაბით ეშმაკების წვეულებაზე… არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას მოიხმარს და არ სჭირდება ფსიქიატრი…“

580
მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნარკოდამოკიდებულებისა და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სირთულეების შესახებ უყვება „იმედის დღის“ მაყურებელს.

ის ამბობს:

„არსებობს ორნაირი მოგზაურობა, რომელსაც თრიფს ეძახიან. „ბედ თრიფის“ რამდენიმე შემთხვევა შემიძლია გითხრათ, ზოგიერთი ნივთიერების შემთხვევაში გრძელდება 4-5- საათი, ზოგჯერ 10 და მეტი. ათ საათზე მეტი მოგზაურობენ ჯოჯოხეთში – ხედავენ საკუთარ დასაფლავებას, როგორ აყრიან მიწას, ეშმაკებს, მაგალითად, ერთი გოგონა ჰყვებოდა, როგორ მოხვდა წითელი კაბით წვეულებაზე ეშმაკებთან ერთად და დადიოდა ეშმაკის თავით ხელში… ეს გრძელდება ძალიან დიდხანს… ადამიანს ისეთი ფსიქიკური პრობლემები ექმნება, რომ მას ფსიქიატრი სჭირდება და ტვინს ორი წელი მაინც სჭირდება სრული სიფხიზლე და მკურნალობა, რომ ამ შოკიდან გამოვიდეს. არ ვაბუქებ. ბევრი ამბობს, მთელი ცხოვრება ვეწევი და მშვენივრად ვარო. მშვენივრად არის თუ არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ თითქმის არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას მოიხმარს და არ სჭირდება ფსიქიატრი…“

მარინა კაჭარავა: „სიძე და რძალი თქვენს ტრადიციებში ჩაეწერებიან, თუ ამას სიყვარულით მიაწოდებთ… საერთოდ არ არის პირობა წასაყენებელი სიძისა და რძლისთვის…“

მარინა კაჭარავა: „ფინანსურ კეთილდღეობას არ შეიძლება გადააყოლონ ბავშვების, მოზარდების ფსიქიკა… საშინელებათა ფილმები მიჯაჭვულობას იწვევს…“

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g