LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა: „სიძე და რძალი თქვენს ტრადიციებში ჩაეწერებიან, თუ ამას სიყვარულით მიაწოდებთ… საერთოდ არ არის პირობა წასაყენებელი სიძისა და რძლისთვის…“

266
მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს თემაზე, როგორ მივცეთ შვილებს დამოუკიდებლობა და ამბობს:

„როცა ახალი ოჯახის წევრი შემოდის, როგორც კი იწყება მისი გადაკეთების მცდელობა, რომ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ არ შეიძლება და ჩვენ ასეთი ტრადიციები გვაქვს, ჩაეწერება ამ ტრადიციებში, თუ ამას სიყვარულით მივაწოდებთ. არასდროს ებრძოლო, იმიტომ, რომ ბრძოლით აძლიერებ იმას, რაც არ მოგწონს. საერთოდ არ არის პირობა წასაყენებელი ჩემი რძლისა და სიძისთვის, რადგან ჩემი შვილი სხვა ადამიანია, პიროვნებაა და ეს მისი ცხოვრებაა…“

მარინა კაჭარავა: „ფინანსურ კეთილდღეობას არ შეიძლება გადააყოლონ ბავშვების, მოზარდების ფსიქიკა… საშინელებათა ფილმები მიჯაჭვულობას იწვევს…“

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობას სჭირდება სულის შებერვა, აუცილებელია რომანტიკული საღამოები, შიდა რიტუალები,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

მარინა კაჭარავა: „ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში ბავშვები საუბრით გამოვალაყეთ, ზოგჯერ ძალის დემონსტრირებაა საჭიროო…“

პოპულალურები