LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა: „ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში ბავშვები საუბრით გამოვალაყეთ, ზოგჯერ ძალის დემონსტრირებაა საჭიროო…“

483
marinakajarava

ფსიქოთერაპევტი მარინა კაჭარავა „იმედის დღის“ ეთერში ბავშვის არსასურველი ქცევის შეცვლის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა:

„ბავშვი რომ ფანჯარაზე დადგება, ხომ არ დაუწყებ საუბარს, ხომ არ ჩამოხვიდოდი, შვილოო, პირდაპირ ჩამოიყვან, ან ნარკოტიკს რომ დაუნახავ… ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში ბავშვები საუბრით გამოვალაყეთ, ზოგჯერ ძალის დემონსტრირება არის საჭიროო. აქ ცემა-ტყეპა და ყვირილი არ იგულისხმება. აქ იგულისხმება თუნდაც თვალის თვალში გაყრა, თუნდაც ხელის მოკიდება, ოდნავ მოჭერა და თვალებში ყურება, და ხმის განა აწევა, დაწევა, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეუბნები, სხვას არ გადარებ, პირდაპირ რაღაცას მოვითხოვ შენგან, რადგან 18 წლამდე ჩემი პასუხისმგებლობაა ის, რაც შენს სიცოცხლესა და მორალს ეხება. იქ, სადაც საქმე მორალსა და სიცოცხლეს ეხება, ის, რამაც შეიძლება, ადამიანი დაღუპოს, მშობლის პასუხისმგებლობაა და უნდა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც თვლის საჭიროდ, გულწრფელობა არის უმნიშვნელოვანესი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g