უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია.
ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა.
„უნდა გვესმოდეს: მაშინაც კი, როცა მძიმე სარაკეტო დარტყმები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა რეგიონში ხდება დაბომბვა, არის სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები. ენერგეტიკული ობიექტები თითქმის ყოველდღე ზარალდება. სისტემაში დანაკარგების გამო, სისტემაში ყველამ უნდა შეამციროს ლიმიტები. აღდგენა ასევე ძალიან რთულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯგუფები გმირულ საქმეებს აკეთებენ და კვირებში აღადგენენ იმას, რასაც თვეების მუშაობა დასჭირდებოდა. მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენისა და ენერგოსისტემის გადარჩენაზე“, – აცხადებს ზელენსკი.