LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ომის და სიკვდილის პარტიას მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეს

190
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, თუმცა ამის სანაცვლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღო.

გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, რომელშიც დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი აქვს:

„ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს. აი ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და რაც მთავარია, ბოლო 2-3 წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა, გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი 80 მილიარდი ლარი იქნება.

ასე რომ ეს სერიოზული პროგრესია, ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ და განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ – ომის და სიკვდილის პარტიამ – მე ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია და ეს პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე IT ჰაბი შეიქმნება – ღარიბაშვილი

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g