LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ოფიციალური მომართვა – ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე 

142
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი ოფიციალური მომართვა, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებით, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კალაძე: რუსეთი თუ პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

„რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში?“ - აცხადებს კალაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“.

magti 5g