LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა

169
სემეკი

საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები.

სემეკის ინფორმაციით, შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშირისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები.

„აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g