LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: მდგომარეობა დონეცკისა და ლუჰანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი – რუსეთის მოქალაქეები – თქვენი დაცვის იმედადაა

137
პუტინი ანექსირებულ რეგიონებზე

„მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი – რუსეთის მოქალაქეები – თქვენი დაცვის იმედადაა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

კრემლის ლიდერმა განსაკუთრებით გამოყო „უსაფრთხოების უწყებების ქვედანაყოფები“, რომლებმაც მოქმედება რუსეთის „ახალ რეგიონებში“ დაიწყეს.

„ომის კვლევის ინსტიტუტი“: როგორც ჩანს, პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს

„დიახ, ახლა თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. საკვანძო მიმართულებებით ახალი საფრთხის გაჩენის ფონზე, საჭიროა უსაფრთხოების უწყებების მუშაობის გაძლიერება.

სპეცსამსახურებს მუდმივი კონტროლის ქვეშ გყავდეთ მოქალაქეების მასობრივი საცხოვრებელი ადგილები, ტრანსპორტის სტრატეგიული ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

ახლა კონტრდაზვერვის, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვის, მაქსიმალური სიმშვიდე, ძალების კონცენტრაციაა საჭირო. აუცილებელია უცხოური სპეცსამსახურების ქმედებების სასტიკი ჩახშობა, მოღალატეების, ჯაშუშებისა და დივერსანტების სწრაფი გამოვლენა.“– განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინი: რუსეთი ვინმეს შთანთქმით დაინტერესებული არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g