ადრიანა ლიმა მესამე მშობიარობის შემდეგ პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. 41 წლის მოდელი კატარში იმყოფებოდა, მან Qatar Fashion United by CR Runway-ში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მესამე ორსულობამ ვარსკვლავი ძალიან შეცვალა. მან მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ჯერ ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც ჩანს, ადრიანას ეს არ აღელვებს და პოდიუმზეც თამამად გამოდის.
ცნობისთვის, ადრიანას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი, 13 წლის ვალენტინა, 10 წლის სიენა ჰყავს. პატარა ციანას კი მეგობარ მამაკაცთან, ანდრე ლამართან ერთად ზრდის.
ორსული ადრიანა ლიმას გასაოცარი გამოჩენა „კანის კინოფესტივალზე“