LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღების მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია?” – თეა გვასალია

1696
BeFunky-collage - 2022-12-24T231703.578

ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღების მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია?, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი და მთაგრმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რაც უფრო ძვირდება ბენზინი, ქალაქში მანქანების რაოდენობა რომ მატულობს, ერთი ეს ამოცანა ხომ ვერ ამოვხსენი და მეორე: ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველ მეორეს ბოლო ან ბოლოსწინა აიფონი რანაირად უჭირავს ხელში.

ერთი პოსტი შემხვდა დღეს “ფეისბუქზე”, ანდროიდის დამტენი დამჭირდაო, ადამიანი წერდა, ოთხი სართული შემოვიარე სამსახურში და ერთი ანდროიდი არავის ჰქონდა წამლად, ყველას აიფონი ედო მაგიდაზეო.

ხმას არ ვიღებ იმ ხალხზე, ვინც მართლა ერკვევა ტელეფონის ყველა ფუნქციაში და მაქსიმალურად იყენებს აიფონის შესაძლებლობებს, მაგრამ უმეტესობას ხომ მისი ტექნიკური მახასიათებლები კი არა, უკან მიხატული, მოკბეჩილი ვაშლი გაინტერესებთ, რაც, თქვენი ღრმა რწმენით, სხვის თვალში რენომეს გმატებთ.

რა ვიცი, მე ასე მგონია, ჩემი საქმე მაშინ იქნება ცუდად, ტელეფონის მეტი თუ არაფერი მექნება თავმოსაწონებელი. ღმერთმა დამიფაროს, ტელეფონით, ჩანთით ან მზის სათვალით შემაფასონ და არა ჩემი თარგმანებით, ესპანური ენის სახელმძღვანელოებით, კარგად გაზრდილი შვილებით და უმაგრესი მოსწავლეებით, რომელთა უმეტესობა ესპანეთის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს ან მუშაობს.

ბოლო ტელეფონი, შვიდას თუ რვაას ლარიანი სამსუნგი ოთხი წლის წინ ვიყიდე და სანამ არ გაფუჭდება, გამოცვლაზე არც ვიფიქრებ. ტელეფონი რისთვისაც მჭირდება: დარეკვა, სოციალური ქსელები, მობაილბანკით სარგებლობა, როცა კომპიუტერთან არ ვარ ესპანეთის ტელევიზიის ყურება და მანქანაში მათივე რადიოს მოსმენა, ჩემი სამსუნგიც საუკეთესოდ ახერხებს და აიფონი ვისი თვალის დასავსებად ვიყიდო? ჩემთვის ნამდვილად არაა პრობლემა აიფონის ყიდვა, უბრალოდ ვთვლი, რომ ტყუილად გადავყრი ფულს. მაგრამ ბანკის ვალს რომ იღებთ, აიფონს ყიდულობთ და ამასთან ტელეფონზე დარეკვისა და სელფის გადაღება-სოც. ქსელებში ატვირთვის მეტი არაფერი იცით, ამ ფენომენს რა ჰქვია? ფსიქოლოგები როგორ ხსნიან? ამასაც ექნება რაიმე სახელი, უბრალოდ მე არ ვიცი”, – წერს თეა გვასალია.

ამავე თემაზე:

თეა გვასალია: „თუ ვინმე მძულს ცხოვრებაში, მოძალადე კაცებია, მაგრამ სხვის ფულებზე დაგეშილი, თავცარიელი გოგოებიც რომ ძნელი ასატანია!“

თეა გვასალია: “რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკშიო, არ გამიხარდებოდა, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული”

თეა გვასალია: „მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი… გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ…“

კაცობრიობამ იქ დაუშვა შეცდომა, მარადიული სიყვარულის იდეა რომ აიტაცა…სიყვარული არაჩვეულებრივი გრძნობაა მაგრამ რამდენიმე წელში, მისი ხელის შეხებაზე ვეღარაფრით დაგივლის დენი სხეულში და მუცელშიც ამაოდ დაუწყებ პეპლების ფარფატს ლოდინს – თეა გვასალია სიყვარულის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g