LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც სუპერგმირია

64

პოპულარულმა მსახიობმა, 9 წლის ფანს დომინიკს, რომელიც დაავადებულია კისტოზური ფიბროზით, სურპრიზი მოუწყო.

რადიო გადაცემაში „The Kyle and Jackie O Show”-ში, მიწვეული 9 წლის ბიჭუნა, წამყვანებმა ჰიუ ჯეკმენთან დააკავშირეს. თუმცა,  ბიჭუნამ არ იცოდა, რომ მსახიობი გვერდითა ოთახში იმალებოდა.

„ჰეი ჰიუ, ჩვენ გყვავს სტუმრად დომინიკი, რომელიც შენი საუკეთესო გულშემატკივარია და სურს, რომ კითხვა დაგისვას“  – უთხრეს მსახიობს წამყვანებმა.

„გამარჯობა, რა არის თქვენი ფავორიტი სამურავის სასცენო პოზა?“ ჰკითხა პატარა დომინიკმა მსახიობს. პასუხად კი თავად ჰიუ ჯეკმენი მიიღო სტუდიაში.

49 წლის მსახიობმა, კიდევ ერთხელ დაანახა თავის გულშემატკივრებს, რომ ის არამარტო ტელეეკრანების გმირია, არამედ  რეალურ ცხოვრებაშიც სუპერგმირია.