LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

35

საქართველოს ნაკრები ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ მატჩში ჰოლანდიასთან მინიმალური ანგარიშით, 72:73 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, გადამწყვეტ მეოთხედში გარდატეხის შეტანა მოახერხა, თუმცა საბოლოო გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 16 ქულა მოაგროვა. ასევე 16 ქულა მოუგროვდა თორნიკე შენგელიას, 11-11 ქულა კი დუდა სანაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა. ჯეიკობ პულენის ანგარიშზე 7 ქულაა, გიორგი ცინცაძის – 8, გიორგი შერმადინის – 2 და ვიქტორ სანიკიძის -1. ჰოლანდიის ნაკრებიდან კი საუკეთესოები შარლონ კლოოფი (22 ქულა) და უორტი დე იონგი (16 ქულა) იყვნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას, ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები