LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალაძე ისევ აგრძელებს სხვების დადანაშაულებას“ – საბა ბუაძე ვაკის პარკის საქმეზე

156
BeFunky-collage (1)

„ძალიან უპასუხისმგებლო ქცევასთან გვქონდა საქმე, ჩვენ გვინდოდა, რომ მასვე შეეფასებინა, ვაკის პარკის ტრაგედიიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი, მაგრამ კალაძე ისევ აგრძელებს სხვების დადანაშაულებას,“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც საბა ბუაძემ კახა კალაძის 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.

„ამ შემთხვევაშიც ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს კომპანიაზე და ავიწყდება ის, რომ ეს კომპანიები მისი დაკონტრაქტებულია, მისი მოყვანილია და მასზეა პოლიტიკური პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე.

ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო და მას უბრალოდ პარკი გაეხსნა, პოლიტიკურ ქულებს ხომ კარგად დაიწერდა ახალი, ლამაზი პარკის გახსნისთვის? მაგრამ როდესაც ასეთი ტრაგედია მოხდა, ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას აერიდოს,“ – აღნიშნა საბა ბუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g