უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეოში რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ომი არ არის „რაღაც ისტორიული და ომი ნატოსთან“, არამედ ომი ერთი ადამიანისა, „რომელიც წვავს რუსეთის მომავალს,“ რათა სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ხელისუფლების სათავეში.
„თქვენს ლიდერს სურს აჩვენოს, რომ მის უკან სამხედროები დგანან, რომ ის წინ დგას. მაგრამ ის სწორედ სამხედროების ზურგს უკან, რაკეტების, საკუთარი რეზიდენციებისა და სასახლეების კედლების უკან იმალება. და თავად წვავს თქვენს ქვეყანასა და მომავალს. ტერორს მსოფლიოში არავინ არასოდეს გაპატიებთ. უკრაინა არასოდეს გაპატიებთ. თქვენ თვითონვე არ აპატიებთ მას ყველაფერ ამას…“ – განაცხადა ზელენსკიმ.