LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჯიპი მაზერატისგან, რომელზედაც დიდ ფინანსურ იმედებს ამყარებენ

732

კომპანია „მაზერატი“ დიდი ხანია რაც ახალი მოდელის “კუბანგის“ დიზაინზე მუშაობს. იტალიური კომპანიის ისტორიაში, ახალი მოდელი, პირველი ბიზნეს კლასის ყველგანმავალი იქნება, შესაბამისად მის დებიუტს, ყველა მოუთმენლად ელოდება.

როგორც კომპანიის მენეჯერი ჟერალდ უესტერი აცხადებს, ახალი ავტომობილი, მთლიანად „მაზერატის“ ნაწილებით იქნება აწყობილი. კაპოტქვეშ ავტომობილი 3.8 ლიტრიან V8 ტიპის ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 410დან 580 ცხენის ძალამდე იქნება.

აგრეთვე უესტერმა განაცხადა, რომ ავტომობილის დებიუტი 2017 წელს იგეგმება „GranTurismo“ კუპესთან და ახალი მოდელთან „Alfieri“-სთან ერთად. ამ ავტომობილების გაყიდვაში ჩაშვებაც 2017 წელს იგეგმება და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი მოდელები, მათ დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები