LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქულ სასტუმროებში დასვენებისთვის დამატებით გადასახადს გადაიხდით

131
turciya-1-782x440

2023 წლის 1 იანვრიდან თურქეთში სასტუმროებში ცხოვრებისთვის გადასახადის გამორთმევა დაიწყეს. ამიერიდან ყველა ობიექტი ვალდებულია სახელმწიფოს ტურისტის განთავსებიდან მიღებული ფულის 2% გადაურიცხოს.

როგორც სამთავრობო T.C. Resmi Gazete იუწყება, ტურსააგენტოები ტურების ღირებულებაში შეიტანენ ამ გადასახადსაც.

აღნიშნავენ, რომ ახალი გადასახადისგან განთავისუფლდებიან საერთო საცხოვრებლებში, კემპინგებსა და პანსიონატებში მოცხოვრები მოსწავლეები და სტუდენტები. დამატებით ფულს ასევე არ გამოართმევენ ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპმისიებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები