მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ანრი ჯოხაძეს უმღერა.
მან ცნობილი სიმღერა, „სიყვარული დაფრინავს“ შეასრულა. ბაბის ექსპრომტ შესრულებას ბოლოს მანქანაში მჯდომი ანრიც აჰყვა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ბაბი კირკიტაძის მეწყვილე, მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი გვიზიარებს.
შეგახსენებთ, 3 დღის წინ ანრი ჯოხაძეს სოლო კონცერტი ჰქონდა, სადაც ცნობილ მომღერალთან ერთად ბაბიმაც იმღერა.
ბაბის და ანრის დუეტმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
ვიდეო: „შეუდარებელი დუეტი“, „ნიჭის ზეიმი“ – ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის შთამბეჭდავი შესრულება