LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი, ელიზაბეტ დებიკი „მადამ ფიგაროს“ გარეკანზე ბრწყინავს

190
page

ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მონაწილეობა მიიღო სერიალ „გვირგვინის“ ახალ სეზონში, სადაც პრინცესა დაიანა განასახიერა. სწორედ ავსტრალიელ ლამაზმანს ერგო პატივი შეესრულებინა ბრიტანელების საყვარელი ლედი დის როლი და ეჩვენებინა როგორი იყო დაიანას ცხოვრება გარდაცვალებამდე. დებიკის ანგარიშზე რამდენიმე პოპულარული ფილმია, ამიტომ კინოს სამყაროში მას კარგად იცნობენ.

ამჯერად ქერათმიანი მსახიობი ჟურნალ „მადამ ფიგაროს“ გარეკანს ამშვენებს. ფოტოებზე ის კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში, შავ კაბასა და ულამაზეს თეთრ ქვედაბოლოში პოზირებს.

ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას ცნობილ საცურაო კოსტიუმში, რომელიც მას სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ეცვა

ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში შეუდარებელია – ბოლო კადრი „გვირგვინის“ გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები