კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გაზარდა, რის გამოც მედიკამენტები 60-70%-ით გაიაფდა.
„ფასთა შორის სხვაობები საქართველოს და თურქეთს შორის ერთსა და იმავე ტიპის მედიკამენტზე იყო 300%, 400% და 800%-იანი ფასთა სხვაობა. პარალელური იმპორტის დაშვებამ პრაქტიკულად ხელი შეუწყო მედიკამენტების გაიაფებას. ჩემი ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 300 მილიონ ლარზე მეტია ის დანაზოგი, რომელიც მოქალაქეებმა ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღეს.
თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზარზე კონკურენცია და რიგ მედიკამენტებზე ფასები 60-70%-ით შემცირდა“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „მთავარის“ პრესკლუბში.