LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ ბროუდერი: პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს

159
BeFunky-collage (3)

„ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს”, – ამის შესახებ  „მაგნიტსკის სიის” თანაავტორმა და ფინანსისტმა, ბილ ბროუდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის შეჩერება ძალმოსილ ჯარს, სწორი შეიარაღებით და სწორი მოტივაციით, შეუძლია. ბ.

„დასავლეთი განაგრძობს ფულის ხარჯვას და რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას. რუსეთი განაგრძობს ნავთოპროდუქტების უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას და ამით ძალიან დიდ ფულს იღებს. სანამ ეს არ შემცირდება, ან შეწყდება, იქამდე პუტინს კვლავ ექნება ფული უკრაინელების დასახოცად„.

ვლადიმირ პუტინმა ეს ომი თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად დაიწყო. კარგი ომი, ყოველთვის ეხმარება დიქტატორს. თუმცა, მან არასწორად გათვალა ის, თუ ძალთა რა სხვაობა იყო მის სამხედროებსა და უკრაინელებს შორის. ახლა ის კუთხეშია მიმწყვდეული, უკან დახევა ნამდვილად არ შეუძლია, არც ჯარის უკან გაწვევა, ან მოლაპარაკება შეუძლია. ასე რომ, ის გააგრძელებს ხალხის, იარაღის და სასოწარკვეთის უკრაინისკენ მიმართვას იმ იმედით, რომ სიტუაცია რაღაც ეტაპზე მის სასიკეთოდ შეიცვლება“, – განაცხადა ბროუდერმა.

მისივე თქმით,  პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს, რომ  გადარჩეს

„ჩვენ მეტი იარაღი, უფრო დიდი, უფრო მომაკვდინებელი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას. თებერვლის შემდეგ, ყველაფერი [იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით] ყოველთვის იყო ოდნავ უფრო ცოტა და ოდნავ უფრო დაგვიანებული, ვიდრე საჭირო იყო. პუტინს კი მხოლოდ ერთი რამ ადარდებს და ეს ძალაუფლებაში დარჩენაა, რადგან თუ ის ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ის ციხეში წავა, ფულს დაკარგავს და მოკვდება. ასე რომ, ისაა პატარა კრიმინალი, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩეს. ამისთვის კი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს.

ერთი რამ, რაც მას შეაჩერებს, არის ძალმოსილი ჯარი, შესაბამისი იარაღით და სწორი მოტივაციით. უკრაინელებს შეუძლიათ მისი შეჩერება, თუ საკმარისი იარაღი ექნებათ ამის გასაკეთებლად. მათ ახლა აქვთ საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ არ წააგონ, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგონ, მეტი სჭირდებათ. თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას ახლანდელი ტრაექტორიით და მათ მეტ, უფრო ძლევამოსილ იარაღს მისცემენ, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ რუსები სამხედრო შესაძლებლობით 30 წლით უკან დახიონ“, – განაცხადა ბროუდერმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g