„მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმსატყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია იმათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, რაც რუსეთთან ომის პრობლემას მოხსნის ეს იარაღია, რომელსაც პარტნიორებისგან უკრაინა ელოდება.
„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? – სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? – ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დარწმუნებებს ან დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია იმათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.