ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ გააკეთა.
„პირად ექიმთან საუბრის შემდეგ ჩამოვედი. ბატონი ზურაბ ჩხაიძეც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ მზადდება რეანიმაციული პალატა..“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
„ფორტუნა“ დეტალების გასარკვევად კლინიკა „ვივა მედთან“ დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.