LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ.. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც

192
ჩხაიძე სააკაშვილი

კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან – ამ ინფორმაციით დაკავდებიან შესაბამისი სამსახურები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რაც კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან. პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზე, მუქარაზე. დასახელდება ყველა ეს ადამიანი. ამ ინფორმაციით დაკავდებიან შესაბამისი სამსახურები. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს ადამიანები დასახელდებიან“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ჩხაიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ემუქრებიან.

მისივე თქმით, ემუქრებიან როგორც ტელეფონით, ასევე შეტყობინებებითა და სოციალურ ქსელებში.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

„პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გუშინვე გადამოწმდა მისი სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს.

ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური, კოვიდინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, ეს მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური“. – აცხადებს ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g