ამერიკული ტუნინგ-ატელიე Hennessey Performance თავისი მძლავრი ავტომობილებითაა ცნობილი, თანაც ეს ავტომობილები როგორც წესი ჩვეულებრივი მოდელების ბაზაზეა ხოლმე შექმნილი.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოდელი – Ford F-150-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპი VelociRaptor 600-ია. მათთვის, ვისაც ეს ავტომობილი არ აკმაყოფილებს სპეციალური ნაკრები შექმნეს, რომელსაც Sherco Edition უწოდეს და პიკაპს ორი მძლავრი მოტოციკლეტიც მოჰყვება. ტექნიკური თვალსაზრისით ახალი პიკაპი ჩვეულებრივი VelociRaptor-ისგან არაფრით განსხვავება, 3,5 ლიტრის ტურბოძრავა აქვს და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
Hennessey VelociRaptor 600 Sherco Edition-ის ფასი 205 ათასი დოლარია, დამატებითი ოფციების არჩევით კი ღირებულებაც საგრძნობლად იმატებს.