LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება

149
თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს“ – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აკია ბარბაქაძე: ტყუილია, რომ „ოცნებას“ არჩევნებს მოვუგებთ, არჩევნებამდე ძალიან ბევრი რამეა ხელისუფლებისგან გამოსაგლეჯი

მისი თქმით, „ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს“.

„სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება.
ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის „ტროიკას“, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო.
იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ჰყავდეს სპიკერად, რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს.
ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ.

„თქვენ მე ახლა შეურაცხყოფას მაყენებთ… დავხუჭოთ თვალები, პეპლებით და ყვავილებით ვიმუშაოთ, ეს გინდათ?“ – ცხარე კამათი ინგა გრიგოლიასა და აკია ბარბაქაძეს შორის

ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ“. – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g