LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას – NDI

133
pasport

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.

NDI: პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, პრემიერის – 27%

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.

კვლევის შედეგების მიხედვით, უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ.

“უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში.

ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს კი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ”, – აღნიშნულია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

 

“ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია” – NDI-ის მიხედვით, მათი უმრავლესობა სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

magti 5g