“ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია” – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.
საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI
ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს.
გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა კი ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.
“მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით,
ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია („ცუდი“ შეფასების მაჩვენებელი 55 პროცენტიდან
48-მდე შემცირდა).საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ. ეკონომიკის მდგომარეობის ნეგატიური შეფასება სოფლის ტიპის დასახლებებში, ეთნიკურ უმცირესობებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მნიშვნელოვნად შემცირდა”, – აღნიშნულია კვლევაში.
“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI
საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI
NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს