„მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია“, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხებოდა.
„იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებას და ფაქტობრივად, აანონსებს სააკაშვილის სიკვდილს..“
ვფიქრობ, ყველას მოეკითხება, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
❗ “ყველას მოეკითხება”
? გიული ალასანია ამბობს, რომ მოეკითხება ყველას, ვინც მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ პროცესებში მიიღო მონაწილეობაPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 02 თებერვალი, 2023
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ, 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი პაციენტის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.
ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი