ბრედლი კუპერისა და მისი 5 წლის ქალიშვილის ნიუ-იორკული ვოიაჟები მუდამ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმსახურებს. მზრუნველი მამა ფაქტობრივად მთელ დღეს ქალიშვილთან ერთად ატარებს. ამჯერად ვარსკვლავური მამა-შვილი ბაღიდან მოდიოდა.
უმშვენიერეს ლეას თეთრი პალტო და ბეწვის ქუდი ეხურა. ის ბევრს იცინოდა, პაპარაცების დანახვისას კი გოგონა უფრო გამხიარულდა.
ცნობისთვის, ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი კვლავ ერთად არიან. მათ ზაფხული ერთად, ეგზოტიკურ კუნძულზე გაატარეს.
ბრედლის ქოლგა უჭირავს ხელში და გოგონას წვიმისგან იცავს – მამა-შვილის უახლესი ფოტოები