LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე: „მინდა, საქმეში ისეთი სიტყვა ვთქვა, როგორიც ჯემალ ღაღანიძეს ეკადრებოდა…“

700
სანდრო მიკუჩაძე

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობმა, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ 4 თებერვალს სპექტაკლ „ვანო და ნიკო“-ში შესრულებული როლი ბაბუის – ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას მიუძღვნის.

„ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ!“, აღნიშნა მსახიობმა.

წლების წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემ, როდესაც „სპექტაკლით „ კავკასიური ცარცის წრე“ გასტროლზე იმყოფებოდა და მოულოდნელად მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მსახიობმა დედის თხოვნით ბოლომდე ითამაშა.

ჯემალ ღაღანიძემ ექვსასჯერ ითამაშა „კავკასიურ ცარცის წრეში“ ისე, რომ არც ერთი მიზეზით შემცვლელის შეყვანა საჭირო არ გამხდარა.

„როდესაც მე დავიბადე, დღემდე მაქვს ის აფიშა შემორჩენილი, როდესაც მას ახარეს, რომ გაგიჩნდა შვილიშვილიო,  ვინც იყო გასტროლზე, ყველას ხელმოწერა მაქვს შემორჩენილი. თავად აქვს მიწერილი ასეთი რამ, – მომავალ ერისკაცს, მინდა იყო ბედნიერი და ჯანმრთელი კაცი ამ ქვეყანაზე. ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი და მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით“, დასძინა სანდრო მიკუჩაჩე-ღაღანიძემ. ის იხსენებს, რომ ბაბუა მასთან ერთად იყო ყველა რეპეტიციაზე…

„იმედი მაქვს, ისეთ სიტყვას ვიტყვი, როგორიც საჭიროა და როგორიც მას ეკადრებოდა“, დასძინა მსახიობმა.

„მადლობა ორმოც წლიანი მეგობრობისათვის… თქვენი სახელი სამუდამოდ ემახსოვრება მთელ ქართულ თეატრს“ – „თავისუფალი თეატრი“ ჯემალ ღაღანიძეზე

რუსთაველის თეატრი: „60 წელზე მეტი რუსთაველის თეატრს უერთგულა, უერთგულა ქართულ თეატრსა და კინოს…მადლიერებითა და დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ბატონ ჯემალს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g