LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს

212
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დაკავებულია.

„მთავარი არხი“ ავრცელებს კადრებს, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში დააკავეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს „ფორტუნას“ აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ უდასტურებს.

განცხადება სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება.

“ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ” – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად რამდენიმე მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესებუას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g