LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს“ – ხათუნა სამნიძე

141
ტრურურურტ

„ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელიც დიდი ხანია გვესმის. კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი უპირატესობა არ აქვს რუსეთს და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით,“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ხათუნა სამნიძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ომში უპირატესობა რუსულ მხარეს აქვს.

გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატმა „ოცნების“ პროპაგანდაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი მიზანი შიშის დათესვაა.

კობახიძე: ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია.. უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

„ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ რუსეთს არავითარი საბაბი არ სჭირდება ომის დასაწყებად, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ოცნებას“ სჭირდება ახალი ხარისხის პროპაგანდა იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი გზავნილი ომთან დაკავშირებით და დათესონ შიში საზოგადოებაში.

გულდასაწყვეტია, რომ კობახიძის აზრით, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ საინფორმაციო წყარო რეალობას გაეცნონ.“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები