თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრას უკვე საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა
თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ ერთი მილიონი ლარი გამოყო