LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქედან – „სკაიპით“ – აზრი არ აქვს ასე საუბარს“ – ბადრი ესებუას დამატებით ბრალზე წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს

145
326898891_625739182892668_6000932357253935554_n

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას გუშინ, 9 თებერვალს წარდგენილ ახალ ბრალზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აღარ შეუფარდა.

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ესებუა უკვე დაპატიმრებულია, მისი მხრიდან ხელახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხე კი არ არსებობს და შესაბამისად, ჩათვალა, რომ უკვე პატიმრობაში მყოფი პირისთვის ხელახლა პატიმრობის გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს.

როგორც ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ „ფორტუნას“ განუცხადა, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესებზე დასწრებას იმ მოტივით ითხოვს, რომ მისი სრულყოფილი დაცვა განხორციელდეს:

„მას სურს, რომ პროცესებს არა „სკაიპით“, არამედ „ლაივში“ ესწრებოდეს“, – განგვიცხადა ადვოკატმა.

მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.

mazda magti 5g