LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს“ – ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებს

157
ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ჟურნალისტებისათვის დადგენილ ქცევის წესებზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი. მისი განცხადებით, „მათ [ჟურნალისტებს] უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს!“.

მისივე თქმით, „არც ერთ ევროპულ პარლამენტში, ჟურნალისტს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიარული არ შეუძლია“.

რატომ დაუწესდათ ჟურნალისტებს პარლამენტში რეგულაციები – პაპუაშვილის განმარტება

„თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს! თქვენ არასდროს, არავისთან კომუნიკაცია არ გეზღუდებათ. დამერწმუნეთ, არც ერთ ევროპულ პარლამენტში ასე არ არის, რომ ჟურნალისტს შენობის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სიარული შეეძლოს – იქ არის გამოყოფილი სივრცეები“, – მიმართა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ევროპის წამყვან ქვეყანაში, თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო, არათუ სდიო და მიკროფონი თავში ურტყა“ – მამუკა მდინარაძე

კობახიძე: არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში – ეს არის მინიმალური რეგულაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g