LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტი – “მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის” გაიმართება

239
ქველმოქმედება

20 თებერვალს, 21:30 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზში, ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო კონცერტს – “მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის” გამართავს.

კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო – სოპრანო(ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი), გია გაგნიძე – ბარიტონი, ლადო ათანელი – ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია – ტენორი, ნინო სურგულაძე მეცო-სოპრანო.

ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და თბილისის ქალთა გუნდი ხელმძღვანელი ომარ ბურდული

ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური სტუმარი მაესტრო ჯუზეპე საბატინი.

თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.

კონცერტი ეძღვნება უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 90 წლის იუბილეს.

შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას ბავშვებისთვის.

ფონდი „ნატვრის ხე“ 20 თებერვალს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსაც დაეხმარება

magti 5g