სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დეპუტატებმა ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარები დაგმეს.