LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდების რევოლუციის მოედანზე 5 იანვრამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

38

5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები