LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ცოლქმრობაში ის პერიოდიც ყოფილა, რომ გვითქვამს ერთმანეთისთვის: მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა” – ხათუნა ჟორდანია ოჯახურ ცხოვრებაზე

219
BeFunky-collage - 2023-02-18T232102.129

ხათუნა ჟორდანია თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორის” სტუმარია, სადაც მსმენელს პირად ცხოვრებასა და მნიშვნელოვან გამოცდილებაზე უყვება.

როგორც ხათუნა საუბრობს, მას და მის მეუღლეს, ზურა ხაჩიძეს ჰქონიათ მომენტი, როდესაც უთქვამთ: მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა.

„ცხოვრება ასე მარტივი არ არის. ცოლქმრობას სხვადასხვა ეტაპი აქვს და მათ შორის მძიმე ეტაპებიც. ზურა არის ადამიანი, რომელსაც ჩემი თავისუფლება არასდროს შეუზღუდავს და არც მე მისი. როდესაც ცოლად გავყევი, ბევრი ვიბრძოლე. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ მოვერეოდი. მაგალითად იმას, რომ კონცერტის მერე შეეძლო ბიჭებთან ერთად გაეგრძელებინა. თუ რამეს აკეთებდა და გაუკეთებია, მე არ გამიგია. ის, რომ მომღერალ კაცს თაყვანისმცემელი გოგონები ჰყავდა, მიჩვეული ვიყავი. ამას ვერაფერს ვუზამდი.

ჩვენს ცოლქმრობაში ის პერიოდიც ყოფილა, რომ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა. ჩემთან ვცხოვრობდით, ზურას მაშინ სახლი არ ჰქონდა და არ მინდოდა მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, წადი ჩემი სახლიდან, მეთქვა. როდესაც ვბრაზდებოდი, ვლაგდებოდი და ვეუბნებოდი სახლიდან მივდივარ მეთქი. კივილ-წივილი და ხელჩართული ომიც ყოფილა”, – საუბრობს ხათუნა ჟორდანია.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ჟორდანიამ ფილტვის სიმსივნის მე-4 სტადიის დამარცხება შეძლო.

ფოტო: „მიყვარს ეს წყვილი“, „ხათუნა რა ლამაზია“ – ზურა ხაჩიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

ვიდეო: “ჭორიკანა ვარსკვლავები” – ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ერთად იმღერეს

ხათუნა ჟორდანია: „მე და ზურას ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა საზოგადოების მხრიდანაც და ზურას ოჯახსაც არ უნდოდა შვილიანი და ასაკით უფროსი ცოლი მისთვის, მაგრამ როგორც ნამდვილმა კაცმა, თქვა, რომ ვუყვარდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g