შაკირასა და ჟერარ პიკეს სკანდალური ამბავი გრძელდება. ამჯერად ესპანური მედია საუბრობს პიკეს დედაზე, მონსერატ ბერნაბეუზე. ინსაიდერის ცნობით, სწორედ ის იყო ის ადამიანი, ვინც მაქსიმალურად ცდილობდა ვაჟისა და რძლის ურთიერთობის შენარჩუნებას. ახლა მას ერთადერთი საფიქრალი აქვს. ირკვევა, რომ შაკირას შვილები ბებიასთან დროს აღარ ატარებენ და მეტიც, მას ბებიას აღარ ეძახიან.
„პიკეს დედა განადგურებული შაკირას და საკუთარი ვაჟის ომით. ის ბოლომდე ცდილობდა დახმარებოდა წყვილს ოჯახის შენარჩუნებაში. დღეს ის უკვე დანებდა, მისი ერთადერთი სადარდებელი შვილიშვილები არიან, რომლებიც მას ბებიას აღარ ეძახიან“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, წინა კვირას გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც მონსერატი, შაკირა და ჟერარი არიან აღბეჭდილნი, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბერნაბეუ შაკირას ხელით სახეზე უხეშად ეხება, ის მას ლოყაზე ხელს უჭერს და გაჩუმებას მკაცრი სახლით სთხოვს.
„პიკეს დედა შაკირას ხელით შეეხო“ – ძალადობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
„აი, როგორ ვებრძოლოთ ყოფილ დედამთილს“ – უახლესი ვიდეო შაკირას სახლიდან