საწვავის ფასი ქვეყნების მიხედვით განხვავებულია. საშუალო ფასი თითო გალონზე (3.78 ლიტრი) 2.87 დოლარია. თუმცა, არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ფასი განსაკუთრებით მაღალია.
ფასის მატება გამოწვეულია ნავთობის წარმოების შესაძლებლობით. ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობის წარმოება შეუძლიათ, ფასიც დაბალი აქვთ. თუმცა, ეს მიზეზი ყოველთვის არ ამართლებს. მაგალითად, ნორვეგია, რომელიც ნავთობწარმოებით მსოფლიოს 15 ქვეყანას შორის მოიაზრება, 1 გალონს $6.44-ად ყიდის. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მაღალი ფასი საწვავზე დაწესებული მაღალი გადასახადებით არის განპირობებული.
მაშ ასე, გადავხედოთ ქვეყნებს, სადაც საწვავის ფასმა შესაძლოა გაგაკვირვოთ:
ჰონგ კონგი: 1 ლ – $1.8 (დაახლოებით 4.32 ლარი)
ნიდერლანდები: 1 ლ – $ 1.78 (დაახლოებით 4.27 ლარი)
ნორვეგია: 1 ლ – $ 1.70 (დაახლოებით 4.08 ლარი)
იტალია: 1 ლ – $1.62 (დაახლოებით 3.88 ლარი)
დიდი ბრიტანეთი: 1 ლ – $ 1.63 (დაახლოებით 3.91 ლარი)
მონაკო: 1 ლ- $ 1.59 (დაახლოებით 3.81 ლარი)
ისრაელი: 1 ლ – $ 1.57 (დაახლოებით 3.76 ლარი)