LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც ამერიკულის ანალოგია

137
დიმიტრი-ხუნდაძე-დეპუტატი

„ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც ამერიკულის ანალოგია”, – ამის შესახებ პარლამენტში “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუკი ქართულ, ლიბერალურ ვარიანტზე ადგილი ექნებოდა სპეკულაციებს, წარვადგენდით ალტერნატიულ, სუფთა ამერიკულ კანონს, გამომდინარე აქედან “ხალხის ძალამ” მივიღეთ გადაწყვეტილება ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც არის სუფთა ამერიკული ანალოგი. ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს, ამისთვის დაგვჭირდება 1-2 დღე. თავიდან, როცა “ხალხის ძალის” დეპუტაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ შინაარსის კანონი წარგვედგინა, გავაცანით ის უმრავლესობის ლიდერს და ამ შეხვედრას ესწრებოდა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეც. ჩვენ გვქონდა თავიდან შეთავაზება, რომ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული ვარიანტი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა ამერიკული პროექტი წარგვედგინა. ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და წარვადგინეთ, პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა და დაიწყო აქტიური ისტერია ამის გარშემო, რომ თითქოს რუსული კანონის ანალოგია. ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე გავაცანით სხვაობა, თუ რით განსხვავდება ამერიკული ვარიანტისგან და ავუხსენით საზოგადოებას, რომ რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ქართულ ვარიანტში არ იკითხება, ის შიშები და სპეკულაციები არის უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება წმინდა ამერიკული ვარიანტი ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ, ანუ არჩევანი გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა და ვფიქრობ, მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას და ოპონენტებს მსჯელობის.

ვიტოვებ იმედს, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” დაიჭერს ამ კანონპროექტს მხარს, მაქვს იმედი, რომ არ დარჩება სპეკულაციის საფუძველი ოპოზიციას და მხარს დაუჭერენ. ანუ ახლა გვაქვს ორი არჩევანი. კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრუნდებიან პარლამენტში, ანუ ამ ინიციატივამ უკვე ერთი პოზიტივი შემოუტანა, რომ ისინი მიატოვებენ ქუჩას.

მინდა ვუსურვო პარლამენტს წარმატებული განხილვა და ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერა,” – განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g