გუდაურში ახალი წლის შესახვედრად ჩასულებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია რომ, 31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.
“30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი,”- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.