LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას…იმ დღემდე არ მოვისვენებთ” – ევროპული საბჭო

165
ევროსაბჭო

„ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას…იმ დღემდე არ მოვისვენებთ”, – ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ უკრაინის გამარჯვებას, საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემას, მშვიდობის აღდგენასა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უკრაინის აღდგენას და სამართლიანობის დამყარებას. იმ დღემდე არ მოვისვენებთ.

ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას, რისთვისაც ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში ვეცდებით გაყინული და დაბლოკილი რუსული აქტივების გამოყენებას. გავაგრძელებთ რუსეთზე კოლექტიურ ზეწოლას მისი აგრესიული ომის შეწყვეტის მიზნით. ამ მიზნით სანქციების მეათე პაკეტს დავამტკიცებთ და ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეცდება ევროკავშირის ზომებისთვის გვერდის ავლას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები